წელიწადში ორჯერ, ახალწელს და აღდგომას, დასვენების დღეების სიმრავლე საშუალებას გვაძლევს, წავიდეთ რამდენიმედღიან ლაშქრობებში. ამ ვიდეოში აღწერილია 2018 წლის აღდგომის ლაშქრობა მესხეთის ქედზე. მარშუტი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ანიდან დავიწყეთ და სოფელ გურყელში დავასრულეთ. ვინაიდან აღდგომა გაზაფხულის მეორე ნახევარში ხვდება ხოლმე, ბუნება ამ დროს გამოღვიძებულია, გამწვანებულია, ამინდიც ხშირად საუცხოოა, მაგრამ ამასთან, მთებში, ჩრდილოეთ ფერდებზე და ხევებში ჯერ კიდევ კარგადაა შემორჩენილი თოვლი. ამიტომ, ასეთ გასვლებზე ორი სეზონის სილამაზე, თოვლის სითეთრე და გაზაფხულის სიმწვანე საუცხოოდაა შერწყმული ერთმანეთთან. მარშუტზე დაგვხვდა ულამაზესი ადგილები, მშვენიერი ხედები, ბრწყინვალე ამინდი, თუმცა ორი რამ არ მომეწონა: პირველი ის, რომ ბორჯომ-ხარაგაულის პარკის გავლით გაყვანილია 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ანძები და მეორე, ტყეს ნათლად ეტყობა წლების წინ გაჩეხვის და გულმოდგინე ბრაკონიერების მტარვალი ხელი. მოვუფრთხილდეთ ჩვენს ულამაზეს და უძვირფასეს ბუნებას! გასვლაზე ამინდი იმდენად უღრუბლო იყო, რომ ორივე ღამე კარვის გარეშე გავატარეთ, პირდაპირ ღია ცის ქვეშ. უთვალავი ვარსკვლავის მეთვალყურეობით გვეძინა. საერთო შეფასებით, წლევანდელი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლაშქრობა გამოგვივიდა. აღნიშნული გასვლა ჩატარდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის ეგიდით და გიორგი ბუბუნაურის ორგანიზატორობით.
P.S. სრული სიამოვნებისთვის უყურეთ ვიდეოს 4K-ში :)
პროდიუსერი თინათინ მუმლაძე
ოპერატორი გიორგი ნაზღაიძე
შეგიძლიათ მოგვძებნოთ Facebook-ზე
https://www.facebook.com/lashqroba.hi...
P.S. სრული სიამოვნებისთვის უყურეთ ვიდეოს 4K-ში :)
პროდიუსერი თინათინ მუმლაძე
ოპერატორი გიორგი ნაზღაიძე
შეგიძლიათ მოგვძებნოთ Facebook-ზე
https://www.facebook.com/lashqroba.hi...