ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის
07/26/2013
culturegovge culturegovge-ის
მიერ
26 ივლისს, ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, კურესაარის ციხესიმაგრეში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ესტონეთის კულტურის მინისტრი რეინ ლანგი ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის 2013-2016 წლებში კულტურული თანამშრომლობის შესახებ პროგრამას.
პროგრამა ითვალისწინებს ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში. ასევე, თანამშრომლობასა და დიალოგს მუსიკალურ, თეატრალურ და სხვა კულტურულ ინსტიტუტებსა და ასოციაციებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში მოღვაწე პირებს შორის; მხარეები ხელს შეუწყობენ ესტონელი და ქართველი შემოქმედი ადამინებისა და ხელოვანთა ჯგუფების მონაწილეობას ორ ქვეყანაში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებში, ღონისძიებებსა და კონკურსებში; პროგრამის ფარგლებში ერთობლივად იმუშავებენ თანამედროვე პროზის, პოეზიისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოებების მეორე ქვეყნის ენაზე თარგმნის ხელშეწყობის კუთხით; განავითარებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობას; უზრუნველყოფენ მუზეუმებს შორის კავშირების დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას; პროგრამა ასევე, ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში თანამშრომლობას; მხარეები, საქართველოში ესტონური ფილმის დღეებისა და ესტონეთში ქართული ფილმის დღეების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ უშუალო თანამშრომლობას კინემატოგრაფიის დარგში, განხილული იქნება ფილმების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებიც.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045