სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან


მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მხოლოდ შევახსენებ, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – „რას ეტყოდით ბატონ პუტინს“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საინტერესო ის არის, მას რას ეტყოდა რუსეთის პრეზიდენტი.

ასევე ჟურნალისტის კითხვაზე  – „რას იტყვით სააკაშვილის მომავალზე, როგორ დააბრუნებთ მას უკან“, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში.

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მისცა.

ინტერვიუს ქართულ თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან