შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნინო ცაციაშვილის ბრიფინგი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე ეცნობათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე საზოგადოების ინფორმირებას დღის განმავლობაში პროაქტიულად მოახდენს. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახა საბანაძის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა და მცდარი სტატისტიკური ინფორმ...
Lelo For Georgia - ლელო საქართველოსთვის
შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აქცია თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სიძულვილის ენა და ბულინგი - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster