ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მერ გამოქვეყნებული განცხადება - შეფასებები

27.08.2025 01:25

საქართველოს კანონზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული განცხადება შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.  
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აქტში გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება. დოკუმენტის თანახმად, აქტის იმპლემენტაცია მძიმე და გაუმართლებელ ზიანს გამოიწვევს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის, შეუსაბამო იქნება ვალდებულებების ფართო სპექტრთან, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო და, შესაბამისად, სრულიად უადგილო იქნება“. ნათქვამია ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს განცხადებაში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog