იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა არ შეჩერდება. იმუნიზაციის საბჭოს საგანგებო სხდომა დასრულდა. ექიმებით, მეცნიერებით და ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შემდეგ ორი საათის განმავლობაში მსჯელობდა, გაგრძელებულიყო თუ არა ვაქცინაციის პროცესი. 27 წლის ექთანი აცრიდან 30 წუთში კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ცალკე კვლევა მიმდინარეობს უშუალოდ დღევანდელი ფაქტის მიზეზების დასადგენად. პროცესში ქართული მხარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვასაც აპირებს. წინასწარი შეფასებებით, დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება, ანაფილაქსიური შოკი. კვლევა დაჩქარებულად წარიმართება და პირველადი დასკვნა, სავარაუდოდ, 24 საათში დაიდება. ვაქცინაციის გაგრძელებაზე ჯანდაცვის სამინისტრო ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპის მარეგულირებლის დასკვნითაც ამყარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ივანე ჩხაიძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში „ასტრაზენეკას“ შემდგომი გამოყენების საკითხზე იმ...
TV IMEDI
იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, თემურ მიქელაძე „მედიაცენ...
მედიაცენტრი მთავარი • MediaCenter Mtavari
იმუნიზაციის პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს დასრულებ...
Rioni.TV
ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაცია საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster