რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


ოდესა რუსეთის ავიაიერიშების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

საპორტო ქალაქზე სარაკეტო დარტყმები გრძელდება. იბომბება ხარკოვი და ზაპოროჟიეც. ლუგანსკის და დონეცკის ოლქებზე შეტევების გააქტიურების პარალელურად, ვითარება იძაბება მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში. დნესტრისპირეთში ინციდენტები მას შემდეგ გახშირდა, რაც რუსეთმა საომარი მოქმედებების მთავარ მიზნად უკრაინის აღმოსავლეთის გარდა ქვეყნის სამხრეთ ნაწილის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა და დნესტრისპირეთთან გასასვლელის მოპოვება გამოაცხადა. არ ნებდება მარიუპოლი. ომის 62-ე დღეს საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმული ქალაქიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა და მოქალაქეების გაყვანა მსოფლიო ლიდერების დღის წესრიგის თემაა. ეს იყო მთავარი საკითხი გაერო-ს გენერალური მდივნის და სერგეი ლავროვის შეხვედრაზეც, რომელიც მოსკოვში გაიმართა. თუმცა, დაბომბილი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან „აზოვის“ დაჭრილი მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივა ჯერ არ იკვეთება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან