გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე თამარ სანიკიძემ მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, განათლების სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები 2012 წელთან შედარებით, 55.6%-ით იზრდება.
ვრცლად იხილეთ: http://mes.gov.ge/content.php?id=6044...