მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო. გამოცდის პირველ ეტაპზე 80 პირი გამოცხადდა, მათგან 41-ს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მიმართულებით სურს გამოცდის ჩაბარება, 38-ე სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ერთი კი საერთო სპეციალიზაციით.

ტესტურ გამოცდაზე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეებმა ასი შეკითხვიდან 75 უნდა გასცენ სწორი პასუხი, რის შემდეგაც, უკვე გამოცდის მეორე ეტაპი იქნება წერილობითი სახით. ორივე ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, თუ პირს სამოსამართლეო საქმიანობა სურს, მან იუსტიციის უმაღლესი სკოლის გამოცდები უნდა ჩააბაროს და შესაბამისი კურსი გაიაროს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან