მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები

08.06.2019 01:10

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან რვა მონაწილემ გადალახა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში, სამმა გამოსაცდელმა გადალახა. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტი ინდივიდუალურად შეადგინა. რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება. წერით გამოცდამდე კი, ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს მიმართოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების წესი შეიცვლება
02:59

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების წესი შეიცვლება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო
01:05

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანა დოლიძის განცხადება
01:15

ანა დოლიძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასამართლო რეფორმის განხილვა
01:31

სასამართლო რეფორმის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
02:51

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი მიმდინარეობ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასამთავრობო სექტორი ვენეციის კომისიას მიმართავს
01:34

არასამთავრობო სექტორი ვენეციის კომისიას მიმართავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პლენარულ სესიაზე გავა
00:28

მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პლენარულ სესიაზე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ყურმოჭრილი მონა მოსამართლეების სია“ - რაში სდებენ ბრალს ხელისუფლებას
05:57

„ყურმოჭრილი მონა მოსამართლეების სია“ - რაში სდებენ ბრალს ხელ...

Tv Kavkasia

ყველა ვიდეო