ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნების მხარდაჭერა


ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, ეუთო-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო სამი წლის თავმჯდომარე ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ. ერთობლივ დოკუმენტში, რომელიც ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს, პირველად, მრავალი წლის შემდგომ, საქართველოში არსებულ კონფლიქტზე ვკითხულობთ. ასევე გამოხატულია მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა. ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განაგრძონ ამ ფორმატში ეუთო-ს წამყვანი როლის შესრულება, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან