საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოება


სასტუმრო „ბილტმორში“ საგზაო და ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.  
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა შეკრებილებს პრეზენტაციის სახით ტრანსპორტის სექტორის ეფექტიანი მართვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ხედვა წარუდგინა. ასევე, ორგანიზაციამ წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც შესრულდება ევროკავშირთან ასოცირებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები. პრეზენტაციის შემდეგ, საგზაო უსაფრთხოების თემაზე საკითხების გაშუქებაში შეტანილი წვლილისთვის გადაცემები დააჯილდოვეს. მათ შორის პირველი არხის გადაცემები - „აქტუალური შაბათი“, „ბიზნეს-პარტნიორი“ და „რეალური სივრცე“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან