ბათუმმა „ტურიზმის ოსკარი“ მოიპოვა
პორტუგალიაში, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველ ევორდსის” დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვა, რომ ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. ჯილდოზე ბათუმი პირველად იყო წარდგენილი და ტიტულის მოსაპოვებლად მას ისეთ ქალაქებთან უწევდა კონკურენცია, როგორებიცაა სოფია, მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორის არის წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა
TV IMEDI
„ტურიზმის ოსკარი“ ბათუმშია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ თინათინ ზოიძესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზღვაო სეზონი პანდემიის პირობებში
ამერიკის ხმა
ბათუმობა - 2018
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცირა ელისაშვილი / კულტურული მემკვიდრეობა / რკინის თეატრი / ჰ...
ჰეშთეგი / Hashtag