ზაქარას კეთილი მანქანა - სამეგრელოში მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები ჩამოიტანეს
06/28/2022
Radio Atinati-ის
მიერ
\"ზაქარას კეთილმა მანქანამ\" ზუგდიდში მყოფი მიუსაფარი ძაღლისთვის სახლი ჩამოიტანა.
\"ჯეკი\" სიმსივნით არის დაავადებული და ამ ეტაპზე ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულების შემოწირულობით მკურნალობის კურსს გადის.
ძაღლი აქამდე ბაზრის წინ არსებულ ქვეითთა გადასასვლელში ცხოვრობდა.
ინიციატივა, რომელიც ცხოველთა მოყვარულ ზაქარია დოლიძეს ეკუთვნის, ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დადგმას გულისხმობს. ზაქარია სახლებს თავადვე ამზადებს და საკუთარი მანქანით სხვადასხვა რეგიონში ჩააქვს.
სახლებთან ერთად ზაქარა პერიოდულად ეტლებითაც ეხმარება შშმ ძაღლებს.
\"დღეს სამეგრელოს დღე აქვს \"ზაქარას კეთილ მანქანას\". ცოტა ხნის წინ ვიყავი ერთ-ერთ ბოლო სოფელში ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთი იყო ხელის გაწვდენაზე და ძალიან ბედნიერი დავბრუნდი, რადგან იქ ერთ ცუგას ეტლი ჩავუტანე და მოვარგე. ახლა ზუგდიდის ცენტრში დავაბინავეთ ჩვენი \"ჯეკი\". აქედან სენაკსა და სხვა ლოკაციებზე მივდივარ. ჯამში სამეგრელოსა და ზუგდიდში რამდენიმე ათეული სახლია, ალბათ. ჩვენი ვოიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რომ ამ კეთილი საქციელით და საქმით მეტ ადამიანს შევხვდეთ, უფრო მეტს გავუწოდოთ ხელი, დავმეგობრდეთ და ყველამ ერთად ვთქვათ, რომ უბრალოდ სიკეთე ჯობია. სიკეთისკენ რომ გადავდგამთ ნაბიჯს, არც მიუსაფარი ცხოველი იქნება, არც დაუცველი ადამიანი, არც დაუცველი ბუნება\", - გვითხრა მან.
ზაქარას კეთილი მანქანა - მიუსაფარი ცხოველების პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიდგა 1 500-ზე მეტი სახლი.
გასულ წელს, ზუგდიდში ზაქარამ რამდენიმე სახლი ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად დაამზადა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / radioatinati.ge
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm