ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა


ჟენევის და ბრიუსელის შემდეგ ვენა - რუსეთის ულტიმატუმები ამჯერად ეუთო-ში განიხილება.

პოზიციების დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს, ამიტომ საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა 10 იანვარს დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი. მოსკოვი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბარს, შემდეგ ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში გამართულ შეხვედრას და ახლა უკვე ეუთო-ს სხდომას წარუმატებლად აცხადებს. ვაშინგტონის და ბრიუსელის მსგავსად, რუსეთის წარმომადგენელს ახლა უკვე ეუთო-ში უთხრეს, რომ დასავლეთი ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარს მოკავშირეების გარეშე არ აპირებს და მოსკოვი ვერც ერთი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ვერ შეაჩერებს. უკრაინის საზღვართან გამწვავებული სიტუაციის დეესკალაცია მოსკოვის მიმართ ევროპის და აშშ-ის მთავარ მოწოდებად რჩება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან