ეუთო-ში ნორვეგიის ელჩის განცხადება
ეუთო-ში ნორვეგიის ელჩი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მისცენ საშუალება ახალ, უფრო მრავალფეროვან პარლამენტს შეასრულოს სრულფასოვანი როლი საქართველოს დემოკრატიაში. ამის შესახებ კარლსენმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ნორვეგია მიესალმება საქართველოს ძალისხმევას პანდემიით გამოწვეულ რთულ სიტუაციაში გამჭვირვალე არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებით, ამავე დროს, წუხილს გამოთქვამს არჩევნების მეორე ტურისა და პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების გამო. ელჩი ხარვეზებზეც ამახვილებს ყურდღებას და ამბობს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები უნდა იყოს აღმოფხვრილი და პასუხისმგებელმა ორგანოებმა სწრაფად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიონ ყველა ბრალდება. კარლსენმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლებისა და ოდირის ძალისხმევა პანდემიის ფონზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის განხორციელ ებასთან დაკავშირებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ში აშშ-ის მისიის მხარდამჭერი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 12 საათზე, 8 დეკემბერი 2018 #LIVE
პირველი არხი - LIVE
მაიკლ კარპენტერის განცხადება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწვავე დებატები ეუთო-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკომიტეტო მოსმენები ეუთო-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster