ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში
ეუთო-ში საქართველოზე მიღებული განცხადების მთავარი ადრესატი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე დუმს. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ცნობილი ექიმის გათავისუფლების საკითხი მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ნინო ბურჯანაძემ რუს მაღალჩინოსნებთან და დეპუტატებთან განიხილა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის პროგნოზი ოპტიმისტურია. როგორც ირკვევა, რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილესთან და დუმაში გამართული შეხვედრების დღის წესრიგში, ავია-მიმოსვლის აღდგენის და სავიზო პროცედურების შესაძლო გამარტივების საკითხიც იყო. თავად ბურჯანაძე მოსკოვური ვოიაჟის დეტალებზე და ვიზიტის მიზნებზე საქართველოში დაბრუნების შემდეგ აპირებს საუბარს. თუმცა, მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის რუსული ვოიაჟი ოპოზიციის გეგმებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთთან დაკავშირებული პოზიციის გამო ბურჯანაძის ახალი პოლიტიკური პარტნიორები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს წლების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდნენ, ეს ვიზიტი მათ სამომავლო თანამშრომლობაზე მაინც არ აისახება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში გრძელდება - შეფასებები
TV IMEDI
ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში
TV IMEDI
ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 20:00 საათზე - 4 დეკემბერი, 2019 წელი
TV IMEDI