რეზოლუციის პროექტის განხილვა ლუქსემბურგში

06.07.2019 01:49

ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გრძელდება. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე, უკრაინის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუციას განიხილავენ, რის შემდეგაც, უკვე ხვალ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობა დაიწყება, რომლის ავტორიც საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავაა. დეპუტატის თქმით, ქართული მხარის მიზანია, რომ ეს რეზოლუცია საბოლოო დეკლარაციაში აისახოს და პრობლემის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება მოხდეს. თავის მხრივ რუსეთის ფედერაციამ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება რეზოლუციის პროექტის მიმართ და მისი დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა პროექტს მხარი დაუჭირეს, შესაბამისად ის განსახილველ თემებს დაემატა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მიესალმება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის აუცილებლობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რეზოლუციის პროექტის განხილვა
00:57

რეზოლუციის პროექტის განხილვა

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

რეზოლუციის პროექტის განხილვა
06:29

რეზოლუციის პროექტის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტის განხილვა გადაიდო
01:54

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტის განხილვა გადაიდო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა
01:56

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ
02:33

რეზოლუციის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუციის განხილვა
01:17

„პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუციის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა
06:07

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა პარლამენტში
05:55

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვა პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო