„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტის განხილვა გადაიდო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გადადო. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ პროექტზე იმსჯელეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ რეზოლუციის პათოსს იზიარებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის სამართლებრივი მხარე გასამართია, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უფლება არ აქვს. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტი დოკუმენტის თაობაზე სამუშაო შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც პროექტს კენჭს უყრიან. რაც ეხება რეზოლუციის შინაარსს, „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუციის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პატრიოტების“ რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი ჩააგდო
ობიექტივი
„პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 17:00 საათზე - 7 ივლისი, 2019 წელი
TV IMEDI
„პატრიოტების“ რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უმრავლესობა „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის კენჭისყრას აჭიან...
ობიექტივი
„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster