„პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა
„სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების“ თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსში“ მიიჩნევენ, რომ მმართველმა გუნდმა იდეალებს უღალატა და სწორედ ამიტომ ვერ მიიღო „პატრიოტების“ ინიციატივამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. განსხვავებული პოზიციებია მმართველ გუნდში. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლებაში დამკვიდრებული სისტემური დანაშაულების წინააღმდეგ ნებისმიერი სიმბოლური აქტი მისაღებია, ნაწილი კი ამ სახით მმართველი გუნდის კონკურენტი ოპოზიციური ძალის აკრძალვას არასწორად მიიჩნევს . მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მათი წარსული საქმიანობა. თემას დღეს იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ მას არ სჭირდება დამატებითი არგუმენტები წინა ხელისუფლების მმართველობის რეჟიმის შესაფასებლად. შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტს გუშინდელ კენჭისყრაზე მხარი 45 დეპუტატმა დაუჭირა, 16 კი, წინააღმდეგი წავიდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"პატრიოტთა ალიანსის" ინიციატივას კამათი მოჰყვა
TV IMEDI
ირმა ინაშვილის ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლაშა ადამია _პატრიოტთა ალიანსის ქსენოფობიური განცხადებები
ახალგზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის
„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუციის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხალხის ძალის“ მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster