ევროპარლამენტარების განცხადება


საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას დადებითი შეფასებები მოჰყვა ევროპარლამენტარების მხრიდანაც. მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიკსერი  განცხადებაში წერენ: „150 დეპუტატიდან ცვლილებებს მხარი 136-მა დაუჭირა, ეს პოზიტიური სიგნალია, რადგან ამტკიცებს, რომ ფართო კონსენსუსი არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების მონაწილეები არიან, გამოიყენონ ეს დადებითი იმპულსი, რადგან აღნიშნული დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური გარემოს და უზრუნველყოფს, მოქალაქეების დემოკრატიული ნების სათანადოდ გამოხატვას არჩევნებზე\".
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან