პარლამენტთან დაკავებულ ჟურნალისტებს დაუმორჩილებლობას ედავებიან
03/03/2023
Mtisambebi / მთის ამბები-ის
მიერ
https://mtisambebi.ge/ - ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს, ღამით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის დავალებით უკანონოდ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებია. სინამდვილეში, პოლიციის მხრიდან არანაირ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია და ჟურნალისტს კანონი არ დაურღვევია.