როგორ აღმოჩნდა ამერიკელი ბრაიანი საპროტესტო აქციიდან იზოლატორში
ამერიკის მოქალაქე, ბრაიან ბინგემი სამართალდამცავებმა 13 მაისს, დილით ადრე, პარლამენტთან, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მასთან ერთად დააკავა პოლიციამ ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე. სამართალდამცავები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათი დაკავებიდან რამდენიმე საათში, „ხალხის ძალის“ ტელევიზიის, „POSTV-ის" ჟურნალისტის მიერ შექმნილ ტელეგრამ-არხზე - „ამხილე“ - მათი ფოტოები გამოქვეყნდა. ამ არხის მტკიცებით, ფოტოებზე აღბეჭდილი პირები საქართველოში არეულობის, რევოლუციის მოსაწყობად ჩამოვიდნენ. ბრაიან ბინგემმა ეს ინფორმაცია იზოლატორის დაკავების შემდეგ, 15 მაისს ნახა: „ბევრი ვიცინე. კატეგორიულად უარვყოფ, რომ აქ ჩამოვედი ამბოხის გასაღვივებლად, რა სასაცილოა. აქ ზურგჩანთით სახეტიალოდ ჩამოვედი, ახალი ადამიანების გასაცნობად, თქვენი ფანტასტიკური ხელოვნების, რომელსაც დიდად ვაფასებ. აქ არ ჩამოვსულვარ ხელისუფლების გადასაგდებად, ეს არის ტყუილი, ფაბრიკაცია”, - ეუბნება ბრაიან ბინგები რადიო თავისუფლებას, რომელიც საქართველოში აპრილის ბოლოს ჩამოვიდა. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, საქართველოში ჩამოსვლამდე მან არაფერი იცოდა, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ. ბრაიან ბინგემი ინტერვიუში იხსენებს 12-13 მაისის ღამეს, რომელიც მან პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე გაატარა და იხსენებს დაკავების მომენტსაც: “პოლიციელების პირისპირ აღმოვჩნდი. “კრიმინალებს უკეთიათ ნიღბები”, “პოლიცია არ ატარებს ნიღბებს”, - ამას ვყვიროდი. ასეთ დროს ემოცია გიპყრობს, შემდეგ უკვე [პოლიცია] შეჯგუფდა და ხელი მტაცეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. დამიჭირეს, შემათრიეს პოლიციელების ხაზში, მცემდნენ. ძირითადად ზურგში მირტყამდნენ, ძირს დავვარდი, პირქვე. გაიგეს, რომ ამერიკელი ვიყავი. როცა დამაკავეს, ვყვიროდი, რომ ამერიკელი ვიყავი, დალაპარაკება მინდოდა ამერიკის საელჩოსთან, მაგრამ მირტყამდნენ ზურგში, გვერდებზე, მუცელში, სახეში”. 53 წლის ბრაიან ბინგმენის სასამართლო სხდომა, 27 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ------- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
ვის ჩამოჰყავს თბილისში მსოფლიოში ცნობილი მეტალ ბენდები?!
Music Box
47: ამერიკელი ვეფხისტყაოსანი ჯო ეგზოტიკი
ვატო და ტატოს პოდკასტი - vato and tatos podcast
საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
სად იკვეთება პროტესტი, ხელოვნება და ისტორია
ამერიკის ხმა
ლიმონ10 - S1E8 - დათო ჩეჩელაშვილი - 3D MAN
Nikoloz Gogochuri
სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბესარიონ გუგუშვილი • საქართველოს დაბადება
Girchi • გირჩი
პროცესი · Der process გადაცემების ციკლი "საქართველოს დაბადებ...
მეტი თავისუფლება