პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები

03.03.2023 02:10

გვიან ღამით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 30 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. დაკავებულთა ნაწილი, მათ შორის ჟურნალისტები უკვე გაათავისუფლეს. მედიის წარმომადგენელთა თქმით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ხელწერილის საფუძველზე დატოვეს. „პუბლიკას“ დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ზურა ვარდიაშვილის და „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, სულ დააკავეს 36 პირი, რომელთაგან 6 უკვე გათავისუფლებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აქციაზე დაკავებულების უმრავლესობას ძალადობის კვალი აღენიშნება
03:27

აქციაზე დაკავებულების უმრავლესობას ძალადობის კვალი აღენიშნებ...

Formula News

განცხადებები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე
08:53

განცხადებები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გუშინდელ აქციაზე დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს
01:54

გუშინდელ აქციაზე დაკავებულები ადვოკატებმა მოინახულეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქციის დაშლისას დაკავებულები „სპექტრში“ ნაწილი2
28:09

აქციის დაშლისას დაკავებულები „სპექტრში“ ნაწილი2

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
00:30

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი ფანჯავიძის საქმეზე სასამართლო 17 ოქტომბერს იმსჯელებს
00:28

გიორგი ფანჯავიძის საქმეზე სასამართლო 17 ოქტომბერს იმსჯელებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია
08:44

საპროტესტო აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო