განცხადებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე
ინკვიზიციური და შეურაცხმყოფელი აქტი,- ასე აფასებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა სტატუსის განსაზღვრის შესახებ ინიცირებულ პროექტს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მსგავსი იდეა თავში არც ედუარდ შევარდნაძეს და არც მიხეილ სააკაშვილს მოსვლიათ. პრეზიდენტის მტკიცებით, ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმეს პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე, პროფესიონალურად ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასრულებდნენ. სადავო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოპოზიციის შეფასებით, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილისთვის მომზადდა, საკანონმდებლო ორგანოდან შეიძლება გაიწვიონ. უმრავლესობაში ამ ინიციატივაზე აზრი ორად იყოფა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეთავაზება წინააღმდეგობაში მოდის აქამდე მიღებულ კანონთან. გიორგი კახიანი ცვლილებების არსებულ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს. საკითხს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეოგრანიზაციის ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ამის განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შეცვლის გარეშეც შეიძლება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დოკუმენტბრუნვა გარემოს დაცვაში | CSB | Imedi
საჯარო სამსახურის ბიურო
დოკუმენტბრუნვა გარემოს დაცვაში | CSB | R2
საჯარო სამსახურის ბიურო
გიორგი რურუას ინციდენტზე ციხის სათვალთვალო კამერის კადრები ვ...
MULTIMEDIA GE
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კანვას საქართველოს“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პენიტენციური სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაცია გრძელდე...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
მთავრობის სტრატკომის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster