მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაცია გრძელდება
გრძელდება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და იუსტიციის სახლი მოუწოდებენ ყველას, დროულად მიმართონ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიარონ რეგისტრაცია. მიეკუთვნება თუ არა თქვენი საქმიანობა აღნიშნულ კატეგორიას, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/vie... ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1505. აღნიშნული საქმიანობების სავალდებულო რეგისტრაციის ნორმის ამოქმედებიდან - მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - 5 ნოემბრის ჩათვლით შემოსულია 77 915 განცხადება. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის დარეგისტრირების მიზნით მომართვიანობის მაქსიმალური რაოდენობა 28 ოქტომბერს დაფიქსირდა - 19 064, შემდგომ დღეებში შემოსული განცხადებების რაოდენობა 1500-დან 3700-მდე მერყეობდა. 1 ნოემბრიდან კი მომართვიანობა შემცირდა და დღეში მხოლოდ 500-მდე განცხადება ფიქსირდება. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
რიგები იუსტიციის სახლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2019 წელს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კიდევ ერთი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასრულწლოვნის დასაქმების ფაქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მყინვარების მასშტაბური კვლევა იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხარვეზები დევნილთა განსახლების პროცესში და კოლექტიური ცენტრ...
Livepress. ge
საფრთხის შემცველი ობიექტებს გაზგასამართი სადგურები დაემატება
ტელეკომპანია თანამგზავრი