მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
„ცრუ ინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“ – ასე ეხმაურება მთავრობის სტრატეგიული კომიტეტი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში მგზავრობის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. განცხადებაში ვკითხულობთ: „თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა.“ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
TV IMEDI
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
tv obieqtivi
#ახალიკვირა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერი აშშ-ში - მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
TV IMEDI
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება
Georgian Government
საქართველოს მთავრობის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბავშო ბაღებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება?!
Trialeti TV