პენიტენციური სამსახურის განცხადება


მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ცნობებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებით პასუხობს. 19 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გეგმურად დანიშნული მაღალტექნოლოგიური კვლევა უტარდებოდა, რომლის დროსაც იგი პალატაში არ იმყოფებოდა. ამის შესახებ იცოდა მისმა ადვოკატმაც, თუმცა ის კვლევების დასრულებას არ დაელოდა, კლინიკა დატოვა და მედიასაშუალებებთან საუბრისას, პენიტენციური სამსახური შეზღუდვების დაწესებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. ასევე განცხადებაში წერია, რომ ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს შვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყება იტყობინება, რომ შესაბამისი მოთხოვნის მიღებისთანავე, ელის მარია სააკაშვილმა, დედასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოინახულა. რაც შეეხება ცნობებს ნიკა გვარამიას სამარტოო საკანში ყოფნის შესახებ, პენიტენციური სამსახური წერს: ის სტანდარტულ საკანში, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება მარტო, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან