პენიტენციური სამსახურის განცხადება


„მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისთვის“ – ვკითხულობთ პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ხდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა რისი რესურსიც გააჩნია კლინიკას. საუბარი დაწესებულების არასათანადო სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესახებ გაზვიადებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

„გაცნობებთ, რომ მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ახორციელებს სხვადასხვა სპეციალიზებულ სერვისებს. კლინიკას გააჩნია საჭირო აპარატურით სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია დიაგნოსტიკა როგორც კლინიკური და ბიოქიმიური, ასევე იმუნოლოგიური და სეროლოგიური მიმართულებით. საყურადღებოა ისიც, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის, საანესთეზიო აპარატით, კარდიომონიტორით და ხელოვნური სუნთქვის აპარატით.

დაწესებულებაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიზნით, შეუფერხებლად ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაცია. ასევე, დამონტაჟებულია კომპიუტერული ტომოგრაფი და ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი. დაწესებულებაში შესაძლებელია ჩატარდეს ყველა სახის გამოკვლევა.“
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან