სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან არიან შეკრებილი. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპანიის საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და ამ პროცესში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ. შუქრუთის მცხოვრებლები უკვე მე-20 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, რომ ოჯახებმა კომპენსაცია სამხარაულის ექსპერტიზის შეფასების საფუძველზე მიიღონ. მათივე თქმით, ზარალის ანაზღაურებას 2019 წლიდან ითხოვენ, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები მათ პირობებს არ ეთანხმებიან. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, შუქრუთის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც მართავენ აქციებს, მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ამბობს, რომ 11 ოჯახს, რომლებიც პროტესტს აგრძელებენ, სავარაუდოდ შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებთ. ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, კომპანია თანახმაა, ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე, ზიანის ოდენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შეგვინარჩუნეთ სიცოცხლე“ - აქცია ჭიათურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
9
ბადრი ნეფარიძე - შუქრუთის მკვიდრი
მაუწყებელი • Mautskebeli
ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster