შუქრუთის მცხოვრებთა პროტესტი

01.06.2021 01:43

„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მზად არიან მოელაპარაკონ შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილს, რომლებიც აქციებს მართავენ. კონკრეტულ შეთავაზებას რაც შეეხება, მენეჯმენტი თანახმაა, აუდიტის დასკვნის მიხედვით დადგენილი კომპენსაციები გადაიხადონ. პროცესში მესამე სექტორია ჩართული. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოფელ შუქრუთის მოსახლეობისთვის ზიანის ახალი სტანდარტით ანაზღაურებას ითხოვს. მათივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ კომპანია მზად არის მოსახლეობის ზარალი სამხარაული ექსპერტიზამ შეაფასოს, - არასწორია. ადგილობრივები 21-ე დღეა შიმშილობენ და ამერიკის საელჩოსთან არიან შეკრებილები, ისინი ელჩს სთხოვენ დახმარებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: