მარინა თოდუა - საოჯახო სასტუმროს ,,თეთრი სახლი ანაკლიაში’’ მეპატრონე
06/22/2021
Radio Atinati-ის
მიერ
სანაპიროსთან სიახლოვეს მდებარე სასტუმრო ,,თეთრი სახლი ანაკლიაში’’ სტუმრების მისაღებად განსაკუთრებულად მოემზადა.
სასტუმრეს მეპატრონემ მარინა თოდუამ, რადიო ,,ათინათს’’ უთხრა, რომ ზაფხულის სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განაახლა და დაგეგმა ღონისძიებები, რომლებიც აქ ჩამოსული მოგზაურებისთვის მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს.
,,ძალიან კარგად მოვემზადეთ წელს, დავამატეთ კვების ობიქტი, უფრო უკეთ მოვამზადეთ ყველაფერი, დავამატეთ ახალი თანამშრომლები. გვყავს ძალიან ცნობილი ბარმენი, რომელსაც დავტოვებ საიდუმლოდ, საინტერესო რომ იყოს უფრო და ამიტომ არ ვიტყვი სახელსა და გვარს. ძალიან კარგი რაღაცები გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობთ, რომ ბევრი აქტივობა გვექნება და ბევრად საინტერესო და მიმზვიდველი ვიქნებით წელს ვიდრე შარშან’’.
ნომრების წინასწარი ჯავშნები ახლაც აქვს, თუმც ისე აქტიურად არა, როგორც პანდემიამდელ პერიოდში.
მარინას ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სასტუმროს ნომრის ფასი არ გაუზრდია. ამბობს, რომ, შარშან მისი ბიზნესი ადგილობრივი ვიზიტორების ხარჯზე გადარჩა.
,,მე ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ქართველების, ამ შიდა ტურიზმმა გადაგვარჩინა და ბევრმა აღმოგვაჩინა, სხვათა შორის. გვეგონა, ჩვენ გვიცნობდნენ უკვე და ჩვენი სტუმრები ბევრს გადასცემდნენ და მოდიოდნენ, მაგრამ ბევრმა ანაკლია აღმოაჩინა და ძალიან მადლიერი ვარ ქართველების, რომ ასე მხარში დაგვიდგნენ’’, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მეპატრონე.
მარინა თოდუა ზღვაზე დამსვენებელს პირველი ივლისიდან ელოდება. აპრილსა და მაისში თითო-ოროლა სტუმარი მიიღო, საქმიანი ვიზიტით ჩასულ სტუმრებსაც გაუმასპინძლდა. ამბობს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად სვანეთისკენ მიმავალი ტურისტების სიმრავლე, მის ბიზნესზეც მოქმედებს.
,,როცა სვანეთში მიდის ტურისტი და მეტი დამსვენებელია, ეს ჩვენზეც გავლენას ახდენს , იმიტომ რომ სვანეთში ბევრი წამსვლელი შემოივლის ჩვენთან, ერთი ან ორი დღე რჩება და შემდეგ მიდის სვანეთში, უკანა გზაზეც შემოდიან. ჩვენ უფრო საქმიანი ვიზიტით გვყავდა სტუმრები, ზღვაზე ჩამოსული ტურისტი ჯერ არ მიმიღია. სხვათა შორის პანდემიიდან გამომდინარე, როცა დათბა ბევრი ჩამოვიდა, რომ სუფთა ჰაერზე ყოფნილიყო და დაესვენა“.
მარინა თოდუა, წინა წელთან შედარებით, წელს უფრო იმედიანადაა. მიიჩნევს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა და დაგეგმილი ფესტივალი უცხოელ ტურისტებსაც შემოიყვანს ანაკლიაში. ფიქრობს, რომ Echowaves-ის ფესტივალი უფრო ხანგრძლივი დროით უნდა ტარდებოდეს ანაკლიაში.
,,წელს ცოტა უკეთესი პირობებია ამ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე შარშან და ვნახოთ, შეიძლება, უფრო უცხოელებიც შემოვიდნენ. ახლა ავია-ხაზები როგორც ვიცით, აღდგა, კიდევ ახალი დაემატა და ამიტომ იმედი გვაქვს. თუმცა არ არის ეს საკმარისი, 4-დღიანი ფესტივალი ვერ ,,ამოქაჩავს’’ ჩვენს ბიზნესს. ეს არის ძალიან მინიმალური, ისიც კარგია, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთკვირიანი მაინც რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა. უფრო შედეგი იგრძნობოდა და ხელჩასაჭიდი იქნებოდა ჩვენთვისაც, მაგრამ სულ არაფერს ჯობია’’.
რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinat. .