პოეზია - მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) - მე ვარ სულ ოდნავ გასაგონი

05/10/2021
Michael's Blog 13-ის მიერ

გამოიწერეთ არხი :)
https://www.facebook.com/profile.php?...

მე ვარ სულ ოდნავ გასაგონი

ვეძებ უწვდენი თოვლივით ნუგეშს,
თავისუფლება ნერვივით ვჭამე.
ამ ხალხს მე ღმერთო ვერაფერს ვუგებ
მეტი ტკივილი მომეცი, ამენ!

სულს არ სჭირდება ბრბო და მეჩეთი,
გახსოვდეს; შევა ხე რომ ვნებაში;
ადამიანო, ერთ წუთს შეჩერდი
და ხსნა იპოვნე ხელოვნებაში.

მიიღებ სარკაზმს, მიიღებ დებოშს,
გადავუზილოთ გენები ქალაქს.
რა მოხდებოდა ძვირფასო დებო,
მე იქ მეცხოვრა, აზრი, რომ არ აქვს.

დარდი მაწუხებს, ტვინში მესობა,
მე ახლა სწორად ვხვდები უკეთესს.
მსურს გავაკეთო უკეთესობა,
ჩემს თავს საჩუქარს თვითონ ვუკეთებ.

შენც შეგიძლია, რომ შეაკეთო,
ჰო, ისეთი რამ რაც არ ჰგავს ნივთებს.
უკეთესობა უნდ აკეთო,
ნუ ელოდები და ნუღარ ითმენ!

სანამდი გული სხვაზე მკვეხარობს
სისხლში ლილიტი და ადამია.
შენც შეგიძლია, რომ დაეხმარო,
ვიღაცა უცხო სხვა ადამიანს.

შენ ვერ დაგეგმავ ამას, ძნელია!
სხვებს დააკვრიდი გთხოვ, უფრო მეტად.
მათ არ იციან თუ რას ელიან,
საოცარია ჩვენი პლანეტა!

დარდს ინახავენ, გესმის? მინები,
ადამიანო, ნუთუ მომესმა;
აკოცე ჰაერს, შენც ისმინები,
აკოცე ჰაერს ვსუნთქავთ რომელსაც.

ვარ გასაგონი ოდნავად, ამინ!
მე არ მაწუხებს აწმყო დროდ ნავალს.
ვარ ვინმეს წუთი და ვინმეს წამი
და ვისმინები მაინც ოდნავად.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

ვიდეოები „Michael's Blog 13"-ისგან