შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან


გამწვავებული ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - შეტაკებები გრძელდება, ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა მოქმედებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, გამოცხადდა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია. სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანი იუწყება, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების დანაყოფების მიერ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების დაბრუნების შემდეგ, ათობით აზერბაიჯანელის ცხედარი სომხეთის მიერ კონტროლირებად მხარეს აღმოჩნდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება. აზერბაიჯანი სომხეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში სდებს ბრალს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარეს არის მსხვერპლი. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაზე ქვეყნები განსხვავებულ მაჩვენებლებს ავრცელებენ.

ქვეყნების სამხედროებს შორის შეტაკებები 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან