უნდა შევრიგდეთ - აფხაზეთში მოკლული ქართველი პოეტის შვილი

08/22/2020
Livepress. ge-ის მიერ

ეთერ სამხარაძე- ჯღამაძე ცნობილი ქართველი პოეტი იყო, ის აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ოკუპანტებმა მეუღლესთან ერთად, მოკლეს.
1993 წლის 27 სექტემბერს, პოეტის მეუღლე ხუტა ჯღამაძე საკუთარ ეზოში დახვრიტეს. ზუგდიდში გახიზნულ შვილებს ეთერ სამხარაძემ წერილი მისწერა, სადაც აღწერა ალმოდებული სოხუმი. ის შვილებს წერდა, რომ ვიდრე მეუღლის დაღუპვიდან ორმოცი დღე არ გაივლიდა, სოხუმს არ დატოვებდა. ქართველი პოეტი მეზობლებმა შეიფარეს, რომელთაც არძინბას მიერ ხელმოწერილი ხელშეუხებლობის წერილი ჰქონდათ, თუმცა ოკუპანტებმა ის მეზობლებთან ერთად დახვრიტეს.

#აფხაზეთი #ეთერსამხარაძეჯღამაძე #პოეტი


Facebook:   / livepressge  

Instagram:   / livepress.ge  

Web: https://www.livepress.ge/

ვიდეოები „Livepress. ge"-ისგან