№52 აკაკი ჯორჯაძე - მეორედ მოსვლის პროცესების ხელის შეშლა სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს!

09/30/2021

0:01:10 დღეს, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანი დღეა. სასიხარულო არა გვაქვს, არ მიდის კარგად საქმე იმასთან დაკავშირებით, რაც მოვლენას ეხება, ჩვენ გვეხება სამოქმედოდ, გადასარჩენად.
0:02:02 მოვლენის საჯარო გაცხადებიდან 27-ე წელია, ბოლოში ვართ. ადამიანი, ერი, კაცობრიობა! 36 - ჰ მნიშვნელობა.
0:03:45 ქართული ასომთავრული და მხედრული ანბანის რიგითი, რიცხვითი, გრაფიკული და მისი საკრალური მნიშვნელობის შესახებ.
0:12:03 ქართული ანბანი არის უნიკალური კალენდარი.
0:13:01 დამალულია ქრისტეს შობა 6 წლით!
0:18:00 დედამიწაზე ვერ ნახავთ სხვა ანბანს, რომელიც ამ ამონახსნს გაძლევდეს. ,,ხე ცნობადის'' და ,,ხე სიცოცხლის'' - ორივე შიგ არის.
0:20:02 ქრისტეს პირველი მოსვლის მსგავსად, ვინ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი ქრისტეს და ლაზარესაც?
0:20:07 ლაზარე თუ ქართული ენაა, ლაზარესთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ქართველისთვის, თავისი თავისთვის და მსოფლიოსთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავს.
0:34:35 თითოეულ ადამიანს წინააღმდეგობით თავისი თავის განაჩენი გამოაქვს. ამას ჰქვია განკითხვა.
0:35:11 მოვიდა ეს დრო, თუ გადავწყვეტთ ამ საკითხს, შეთანხმება გვჭირდება, ძლევა უნდა, მძლეველი უნდა გახდე, არსებულს უნდა სძლიო რომ ახალზე გადახვიდე.
0:40:04 როდის დასრულდა ეგვიპტური ცივილიზაცია და ვინ გამოიყვანა ხალხი ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ?
0:44:33 ორშია საიდუმლო: სულიერი და სხეულებრივი.
0:46:02 რას ნიშნავს უფლის ,,მე'' და ადამიანური ,,მე''?
0:48:31 ,,ი'' და ,,ო''-ს საიდუმლო. ,,ღან''-ის საიდუმლო.
0:51:56 ფორმულაა ,,ლაზარე აღდგინდება, იბერია გაბრწყინდება''. როგორ?
0:57:00 რას ნიშნავს ,,მე მამაში ვარ, მამა ჩემშია''.
1:00:24 ჯვრის საიდუმლო.
1:05:03 ,,ქა-რთული'' და ,,ქა-რთველი''-ის საიდუმლო.
1:09:26 შესამეცნებლად და სარწმუნოდ სხვა კატეგორიაა საჭირო. ქართველების და ებრაელების შემდეგ სომხები მესამე ერია, რომლებიც მონაწილეობენ ამ ღვთაებრივ აქტში.
1:12:10 გენეტიკური კოდი შთამომავლობას გადაეცემა მამისგან.
1:12:52 ახლანდელი არჩევნები ნიშანია იმის, რომ რეალური არჩევანი აქვს გასაკეთებელი ქართველსაც და მსოფლიოსაც ვიყოთ თუ არ ვიყოთ! სად გარბიხართ ხალხნო, გინდათ რომ არ იყოთ?
1:15:10 მრავალი თემიდან როგორ გამოვყო ერთი, ერთი არ არის, ეს მთლიანია და ერთ მიზანს ემსახურება. მეორედ მოსვლაა! ამ გზით გარდაუვალი დაღუპვაა! აქაა, ჩემთანაა ის ცნობა, ცოდნა რითაც უნდა შეიცვალოს სისტემა. ფიზიკურადაც მე ჩამაბარა ხალხმა 1907000-მა ადამიანმა მომცა ამის უფლება, რომ შევცვალო.
1:15:45 სად გარბიხართ ევროპასა და ამერიკაში, ისინი მოგარიგებენ? ფულს მოგცემენ? ამით არ გადარჩება საქართველო. აქ უნდა მოხვიდეთ, აქ უნდა შევრიგდეთ, აქ უნდა მოვილაპარაკოთ და შევცვალოთ ერთი სისტემა მეორეთი. მე მზად ვარ. თქვენ ხართ მზად? თუ ხართ მზად გელოდებით, მობრძანდით.

ქართველებო, გამოვფხიზლდეთ!
ჩვენი პასიურობის გამო ბატონი აკაკი ჩვენთან საუბრების შეწყვეტას ფიქრობს!..

განვაგრძობთ საუბარს მწერალსა და საზოგადო მოღვაწესთან, ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2021 წლის, 24 სექტემბერს, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

მეორედ მოსვლის პროცესების ხელის შეშლა - სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს!

ვიდეო-ინტერვიუ ორმოცდამეთორმეტე.

საუბარს უძღვება, „საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის, კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელი: ზურაბ შიოშვილი

(გაგრძელება იქნება)