მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს


მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს.

პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ლობისტებს ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობის დავალება მისცა, მათ შორის, ხელი უნდა შეეშალათ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში გიგი წერეთლის კანდიდატურისთვის.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ლობისტური კომპანია ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების ნაცვლად დავალებული ჰქონდა ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობა, რასაც მათი განცხადებით, ადასტურებს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები.

ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ მმართველ გულში. „ქართული ოცნების“ ლიდერებს ეჭვი შეაქვთ ოპოზიციის მიერ გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან