ძალადობის ფაქტები აქციაზე - შეხვედრა პრეზიდენტთან

08.07.2021 08:12

შინაგან საქმეთა მინისტრი მისი უწყების მისამართით მძიმე ბრალდებებს პირველად პასუხობს. 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების განსახილველად ვახტანგ გომელაური დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა. ძალოვანი უწყების პირველი პირის მიმართ შეკითხვები, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა. გომელაური ხუთ ივლისს პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციის დროს პოლიციის არასაკმარისი რაოდენობით ყოფნაზე ოპონენტების ბრალდებებს არ იღებს და ამტკიცებს, რომ ორშაბათს დედაქალაქის რამდენიმე წერტილში 3 200 სამართალდამცავი იყო მობილიზებული. მეოთხე დღეა, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა ოპოზიციის დღის წესრიგიდან არ იხსნება. ოპოზიციურ პარტიებს აინტერესებთ, რატომ ვერ უზრუნველყვეს სამართალდამცავებმა ხუთ ივლისს ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტო რეპორტიორების დაცვა მასობრივი ძალადობისგან. ოპოზიციისგან გასხვავებით, მმართველ გუნდში პოლიციის მოქმედებებზე კითხვები ან შენიშვნები არ აქვთ. „ქართული ოცნება“ ხუთ ივლისს განვითარებულ მოვლენებს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბათუმში აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს
01:51

ბათუმში აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

აჭარა ენმ / Adjara unm

ძალადობის ფაქტები აქციაზე და გამოძიების პროცესი
11:08

ძალადობის ფაქტები აქციაზე და გამოძიების პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
01:11

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ბრალი კიდევ 5 პირს წარუდგინა
02:57

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
03:02

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის...

საქართველოს პროკურატურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
02:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დედაქალაქის მერის განცხადება

დედაქალაქის მერის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ძალადობის ფაქტები სააღმზრდელო დაწესებულებებში
05:10

ძალადობის ფაქტები სააღმზრდელო დაწესებულებებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო