ძალადობის ფაქტები აქციაზე და გამოძიების პროცესი

13.05.2024 11:08

უწყვეტი პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში და 20 დაკავებული - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით აქციის ფონზე მიიღო. პარლამენტთან გუშინ საღამოს მისული დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან დილამდე იმყოფებოდნენ. ვითარება საკომიტეტო სხდომის დაწყების დროის მოახლოებისთანავე დაიძაბა. აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელებთან განლაგდნენ, რათა დეპუტატებისთვის პარლამენტში შესვლის საშუალება არ მიეცათ. იყო არაერთი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. დაკავებულებს შორის ამერიკის და რუსეთის მოქალაქეებიც არიან. დემონსტრანტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიციის თანამშრომლებს სასტიკ დარბევასა და ძალადობაში ადანაშაულებენ და მათ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. მძიმეა სახალხო დამცველის გამოხმაურება. ომბუდსმენი აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმების გამო რეაგირებას ითხოვს და გასხვავებული აზრის და პოლიტიკური საქმიანობის ნიშნით დევნაზე მიუთითებს. სახალხო დამცველის კიდევ ერთი მოწოდებაა მოძალადე ჯგუფების და მათი ორგანიზატორების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ბრალი კიდევ 5 პირს წარუდგინა
02:57

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
03:02

პროკურატურამ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის...

საქართველოს პროკურატურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
02:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ძალადობის ფაქტები აქციაზე - შეხვედრა პრეზიდენტთან
08:12

ძალადობის ფაქტები აქციაზე - შეხვედრა პრეზიდენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბათუმში აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს
01:51

ბათუმში აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

აჭარა ენმ / Adjara unm

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
01:11

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დედაქალაქის მერის განცხადება

დედაქალაქის მერის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ძალადობის ფაქტები სააღმზრდელო დაწესებულებებში
05:10

ძალადობის ფაქტები სააღმზრდელო დაწესებულებებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო