დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი

18.09.2023

პარლამენტმა ევროკავშირის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციიდან, მეხუთე სადავო პუნქტზე, დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა დღეიდან განაახლა. იურიდიულმა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. თუმცა, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, დეოლიგარქიზაციის საკითხზე საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე მიიღებენ. მაგრამ ამ დროისთვის უცნობია სესიაზე საკითხის განხილვის კონკრეტული თარიღი. პარალელურად, დეპუტატები დეოლიგარქიზაციის შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმას ელოდებიან. ევროკავშირის ინტეგრაციის კომისიამ ე. წ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა 14 სექტემბერს მიიღო. დოკუმენტი, რომელიც სისტემურ მიდგომას და შვიდ სხვადასხვა მიმართულებას ითვალისწინებს, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ გასაჯაროვდება. დეოლიგარქიზაციის საკითხზე მმართველი გუნდი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს და „ქართული ოცნების“ პოზიციას გააჟღერებს. დეოლიგარქიზაციის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებს ოპოზიცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ამ კანონს ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებისთვის გამოიყენებს. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ დოკუმენტი ევროკავშირის 12 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას პასუხობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
03:53

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
04:21

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი

TV IMEDI

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
07:14

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ
02:31

კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ
02:37

კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
01:14

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა
05:52

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დაინიც...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონპროექტი ვენეციის კომისიაში
07:16

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონპროექტი ვენეციის კომისიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო