დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის კორექტირება არ იგეგმება. დოკუმენტი დღეს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილეს. სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტები“ ესწრებოდნენ. უკრაინაში მიღებული კანონის ქართული ანალოგით ჩნდება ოთხი კრიტერიუმი, რომელთაგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი ოლიგარქად იქნება მიჩნეული. მათ შორისაა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა და მედიაზე გავლენები. რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციის ჩანაწერში - ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოსთვის გაწერილი რიგით მეხუთე რეკომენდაცია ერთ-ერთ მთავარ სადავო პუნქტად იქცა. პროექტი მომდევნო კვირას სესიაზე პირველი მოსმენით გადის, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი მის მხარდაჭერას არ აპირებს და პოზიციას ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის პროექტში შესული მკაცრი შესწორებით იმყარებს. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ახსენებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი ევროპული სტრუქტურებიდან მოწონებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
TV IMEDI
კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დაინიც...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონპროექტი ვენეციის კომისიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster