ვიცე-პრემიერი საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ქვემო ქართლში

04.12.2019 01:35

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, სავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში, საგზაო პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე დასრულდა პანტიანი-მანგლისის გზის რეაბილიტაცია, რომელიც კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და თბილისთან დამაკავშირებელი უმოკლესი მონაკვეთია. გზაზე, სადაც ამ დრომდე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებით ხორციელდებოდა, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მოეწყო ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, ტროტუარები, წყალგამტარი მილები და ავტოპავილიონები. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, განთავსდა საგზაო ნიშნები და დამცავი ზღუდარები. სრულად რეაბილიტირდა კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის 16 კმ-იანი მონაკვეთიც. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები და ეზოებში შესასვლელები, ადგილზე განთავსდა საგზაო ნიშნები. გზის განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობს მუნიციპალიტეტის სოფლები: ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი და აიაზმა. #ქვემოქართლი2019 #რეგიონისგანვითარება2019 #საგზაოინფრასტრუქტურა2019 #ახალიგზა2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
02:28

ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისა...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

გიორგი გახარია #მეტისიცოცხლისთვის
00:48

გიორგი გახარია #მეტისიცოცხლისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი გახარია #მეტისიცოცხლისთვის
00:51

გიორგი გახარია #მეტისიცოცხლისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გიორგი გახარია აღდგომას სენაკში შეხვდა
00:25

გიორგი გახარია აღდგომას სენაკში შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი გახარია ძველით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა
00:24

გიორგი გახარია ძველით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის ელჩს შეხვდა
01:16

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შვედეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ფოთში იმყოფებოდა 9 07 2014
01:19

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ფოთში იმყოფებოდა 9 07 2014

მეცხრე ტალღა

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დიანა ტრაპაიძის შეკითხვის დროში
20:37

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დიანა ტრაპაიძის შეკითხვის დროში

TV Pirveli

ყველა ვიდეო