ახალგაზრდული ღონისძიება ბობოყვათში

24.08.2018 00:35

„ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, - პროექტი საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ბობოყვათის რეზიდენციაში გაიმართა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სხვადსხვა ღონისძიებები. საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“, 2007 წლიდან ატარებს აღნიშნულ ღონისძიებას, რომლის ძირითადი კომპონენტია საზაფხულო ბანაკების მოწყობა 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის. მისი მიზანია სხვადასხვა შინაარსის აქტივობებით და მათში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისთვის ხელშეწყობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: