დასკვნითი ღონისძიებები ახალგაზრდულ ბანაკებში

10.09.2023

ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებს სიტყვით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ მიმართა. ანაკლიის ბანაკმა 2023 წელს 2 337 ახალგაზრდას 10 ნაკადად უმასპინძლა. ბანაკს 14-იდან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან სტუმრობდნენ. შაორის ბანაკში კი წელს 18-25 წლამდე ასაკის 700-მდე ახალგაზრდა მიიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: