UNDP-ის მხარდაჭერით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა

08.04.2022

პარლამენტში გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ღონისძიება „საპარლამენტო თავგადასავალი“ გაიმართა. ღონისძიებაში პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის შესახებ საპილოტე სასწავლო პროგრამაში ჩართული 50 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავებული ილუსტრირებული სახელმძღვანელოს მეშვეობით, მე-5, მე-6 და მე-7 კლასელები პარლამენტისა და საპარლამენტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე იღებენ. პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში საქართველოში ვიზიტად მყოფი გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: