ტურიზმის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია

27.12.2022 04:29

✅ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პორტალის - ტურიზმის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

✅სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა მიმართეს. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ტურიზმის სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია ტურიზმის სტატისტიკის გამოკვლევის შედეგებისა და სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების გამოკვლევის შესახებ.

✅ პორტალი საქსტატში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესება და ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობის ამაღლება" ფარგლებში მომზადდა.

✅ პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ტურიზმის სტატისტიკის შესახებ. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მოახდინოს ტურიზმის სტატისტიკის მონაცემთა ანალიზი. პორტალი შედგება ორი მოდულისგან: ვიზიტორთა სტატისტიკა და სასტუმროების სტატისტიკა.

✅ პირველი მოდული - ვიზიტორთა სტატისტიკა, აერთიანებს ადგილობრივი ტურიზმის, გამყვანი ტურიზმისა და უცხოელ ვიზიტორთა გამოკვლევის შედეგებს, ხოლო მეორე მოდული - სასტუმროების სტატისტიკა, მოიცავს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების გამოკვლევის ძირითად შედეგებს.

✅ გარდა ამისა, პორტალზე ჩაშენებულია თემატური ინტერაქტიული რუკები და ეს ყოველივე GIS ტექნოლოგიების გამოყენებით იძლევა სივრცითი ანალიზის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონული ანალიზის განხორციელებისას.

✅ საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და აუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.

✅ ტურიზმის სტატისტიკის პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tourism.geostat.ge/

გაზიარება:
BacklinkLog

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ტურიზმის სტატისტიკის პორტალის წარდგინება გამართა
02:39

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ტურიზმის სტატის...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

საქართველოში ვიზიტორების რიცხვი იზრდება
02:10

საქართველოში ვიზიტორების რიცხვი იზრდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ღია სტუდია\" 21.01.15 ტურისტების რაოდენობა საქართველოში –გასული წლის სტატისტიკა და პროგნოზი;
46:54

"ღია სტუდია" 21.01.15 ტურისტების რაოდენობა საქართველოში –გას...

Georgian Public Radio

პანდემია და ტურიზმის მაჩვენებლები
03:50

პანდემია და ტურიზმის მაჩვენებლები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა
03:39

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა

TV IMEDI

საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების ოთხეულში
05:17

საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების ოთხეულში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტურისტული სეზონი ბათუმში
04:25

ტურისტული სეზონი ბათუმში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

06 11 2018   ტვ პირველი.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს განახლებულ სტატისტიკას გამოაქვეყნებს
04:23

06 11 2018 ტვ პირველი.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს...

George Chogovadze

ყველა ვიდეო