საქართველოში ვიზიტორების რიცხვი იზრდება
საქართველოში ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - კონკრეტულად 8 მილიონ 679 ათას 544 მოგზაური. ასეთია 2018 წლის სტატისტიკა. წინა წელთან შედარებით, ზრდა თითქმის 10 %-ს შეადგენს. მონაცემები პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა შეაჯამეს. ყველაზე მეტი ვიზიტორი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ესტუმრა. 2018 წელს საქართველო მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ სახელმწიფოდ დასახელდა. საერთაშორისო კვლევითი პორტალის, „ნუმ-ბეო“-ს მონაცემებით, 2018 წელს, საქართველომ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილზე მოხვდა. ევროპაში კი მეორე ადგილზეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოგზაურობა ვაშლოვანის ნაკრძალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პანდემია და ტურიზმის მაჩვენებლები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2018 წლის 10 ყველაზე აქტიური ქვეყანა საქართველოში ვიზიტორები...
Emigrant TV
2018 წლის 10 ყველაზე აქტიური ქვეყანა საქართველოში ვიზიტორები...
Emigrant TV
ლარი დოლართან მიმართებით, კვლავ ისტორიულ მინიმუმზეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების დათვლა ახალი მეთოდით მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ბიზნესპარტნიორი - საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დანახარჯ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიზიტორთა რაოდენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster