ახალგაზრდული ღონისძიება ბობოყვათში


„ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, - პროექტი
საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ბობოყვათის რეზიდენციაში გაიმართა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სხვადსხვა ღონისძიებები. საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“, 2007 წლიდან ატარებს აღნიშნულ ღონისძიებას, რომლის ძირითადი კომპონენტია საზაფხულო ბანაკების მოწყობა 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის. მისი მიზანია სხვადასხვა შინაარსის აქტივობებით და მათში ახალგაზრდა თაობის ჩართულობით სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისთვის ხელშეწყობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან