ბულგარეთმა რუსული სპეცსამსახურის ოპერაცია გაშიფრა

28.04.2021 05:16

რა კავშირი აქვს საქართველოსთან ბულგარეთში 2011-2020 წლებში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებების სერიას, რომელშიც ეჭვმიტანილად დღეს ბულგარეთის პროკურატურამ რუსეთის 6 მოქალაქე დაასახელა. ირკვევა, რომ აფეთქებები იმ საწყობებში მოხდა, სადაც უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის საექსპორტოდ გამზადებული პროდუქცია ინახებოდა. რუსული კვალი იკვეთება 2014 წელს, ჩეხეთის ქალაქ ბრეტიცეში მდებარე იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებაშიც, სადაც ჩეხური მხარის ცნობით, რუსეთის დაზვერვის ის ოფიცრები ფიგურირებენ, რომლებიც 2018 წელს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში მონაწილეობდნენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: