რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა
ევროკავშირში რუსეთის მიერ პოლონეთსა და ბულგარეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, შანტაჟი უწოდეს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მოსკოვის ქმედება უსამართლო და მიუღებელია. ამასთან, ბრიუსელში ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ გეგმა, რომ ბუნებრივი აირის ალტერნატიული მიწოდება განხორციელდეს. ამ საკითხზე ევროკომისიაში საკოორდინაციო შეხვედრა იმართება. როგორც „გაზპრომში“ აცხადებენ, ბულგარეთსა და პოლონეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ისაა, რომ ეს ქვეყნები საფასურის რუბლებში გადახდას არ თანხმდებიან. საპასუხოდ ვარშავაში განაცხადეს, რომ საერთოდ აღარ აპირებენ რუსული გაზის შეძენა, ხოლო სოფიამ „გაზპრომი“ კონტრაქტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. რუსეთის მთავრობამ გაზის საფასურის რუბლებში გადახდა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ევროკავშირმა კრემლის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა. დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ავსტრია ამ პირობას დათანხმდა, თუმცა, მოგვიანებით ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ ეს დეზინფორმაცია იყო. რუსული გაზის რუბლებში შეძენაზე თანხმობა უნგრეთმა და სერბეთმა განაცხადეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთმა ევროკავშირზე ზეწოლის მექანიზმები აამოქმედა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„იმედის“ თანამშრომლების ჩართვა პოლონეთი-უკრაინის საზღვრიდან
TV IMEDI
#მოამბე 21 საათზე, 30 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - გაზსადენ "თურქული ნაკადის" საზღვაო მონაკვეთის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ამერიკის შუალედური არჩევნები და სიტუაცია ხერსონში
ამერიკის ხმა